ბეშუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
"ხულოს რაიონ კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ „შუამთობა 2012"-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება.
საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში", - ნათქვამია განცხადებაში.