რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, "ზემო ლარსი-ყაზბეგის" საკონტროლო გამშვები პუნქტის მეშვეობით რუსეთის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის შეტანა შესაძლებელი ხდება.
ბრძანებით ცვლილება შევიდა რუსეთის მთავრობის დადგენილებაში, რომელშიც იმ პუნქტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქო და ალკოჰოლი შედის. პუნქტების ჩამონათვალს დაემატა - "ზემო ლარსი" ყაზბეგი.
მედვედევმა ბრძანებას ხელი 30 ივლისს მოაწერა და დოკუმენტი 3 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ გამოცემა "რასიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნდა. დოკუმენტი გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში ამოქმედდება.