შსს სასაზღვრო პოლიციის N 2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა თურქეთის 4 მოქალაქე: YILMAZ AYHAN, HOS MIHITTIN, KAYA ASKIN-ი და AVSAR TOPCU. რომლებიც 2012 წლის 3 აგვისტოს, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა