საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში, ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტი ტაძრის აღდგენითი სამუშაოებს მეუფე კალისტრატესთან, კულტურის მინისტრთან, იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან ერთად გაეცნო.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დაწყებულია გუმბათის აღდგენა და გადახურვის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.
"წარმოუდგენელია მსგავი მშენებლობის პროცესს ვინმე შეეწინააღმდეგოს. არ ვიცი რა უნდათ ამ ხალხს, მიტინგებს მართავდნენ ნუ აშენებთო. სია აქვთ გრძელი რა უნდა დაანგრიონ. რა პოლიტიკაა ეგეთი ნგრევის და არ აშენების არ ვიცი. საქართველოსთვის ეს ტაძრაი არის გვირგვინი. მარტო ტაძარი კი არა ქუთაისში ქალაქია ასაშენებელი, პარლამენტი შენდება, საწარმოებია ასაშენებელი. ეს კი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რასაც ვაკეთებთ. ამიტომაც ეს თაობა იამაყებს იმით რომ საქართველო აშენდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მეუფე კალისტრატემ დალოცა. ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.