4-5 აგვისტოს ბათუმში ლუდის ფესტივალი ტარდება. 4 აგვისტოს, 11:00 საათიდან, დაიწყება ქართული ლუდის გამოფენა-გაყიდვა. 
ფესტივალში მონაწილეობს ცნობილი ქართული და უცხოური ბრენდები - ნატახტარი, კარლსბერგი, ყაზბეგი, ბათუმური, ტაუერი, შუმერული. 
ლუდის ფესტივალი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიხის მუბარაკ ალ ნაჰაიანის სახელობის ხეივანში ჩატარდება.