დღეს, 4 აგვისტოს, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეა. ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი მარიამ მაგდალინელი იყო ქრისტიანული წმინდანი, მენელსაცხებლე, რომელიც, სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს სიკვდილისშემდგომ მოვლინებას.
მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მასთან დიდხანს აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას.
იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს, როგორც შებღალვას.