სირიაში ძალადობრივი ქმედებები ხდება, რომელიც, შესაძლოა, მიეკუთვნოს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს", ე.ი. სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
"ძალადობრივი აქტები იქ შეიძლება მიეკუთვნოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა პან გი მუნმა გაეროში სირიის საკითხზე კენჭისყრის წინ.
მან პასუხისსმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სირიის ხელისუფლებას დააკისრა.