ინგლისის სასამართლოს მსაჯულებმა პაკისტანელი ცოლ-ქმარი ცხრა წლის წინ ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიების ვერსიით, 17 წლის შაფილ აჰმედი ჩეშირის საგრაფოში მშობლების სახლში მოკლეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრალდებამ სასამართლოზე დაამტკიცა, რომ მშობლებმა საკუთარი ქალიშვილი იმის გამო მოკლეს, რომ მან უარი განაცხადა, ცოლად გაჰყოლოდა საკუთარ ბიძაშვილს, რომელიც პაკისტანში ცხოვრობდა, ასევე იმის გამო, რომ იგი "დასავლური" წესებით ცხოვრობდა და არცხვენდა ოჯახს.
მოკლულის მშობლები სასამართლოზე ცდილობდნენ დამეტკიცებინათ, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო იყო, მაგრამ მსაჯულებმა გამამტყუნებელი განჩენი გამოტანეს.
გადამწყვეტი გახდა სასამართლოზე მოკლულის უმცროსი დის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ თავად ხედავდა, თუ როგორ გაუსწორდნენ მის უფროს დას.