საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორის თან იუნსიანგის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივა.