დღეს "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს განცხადებით მიმართა ფოთის მცხოვრებად დარეგისტრირების თაობაზე.
ფოთელმა ილია ჯანჯღავამ სამოქალაქო რეესტრში საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა თავის საცხოვრებელ მისამართზე იერუსალიმის ქუჩა 37 "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას დარეგისტრირებაზე თანხმობა.