4 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ შატილში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შატილობა" გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა.
შატილის მიმართულებით, თბილისიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან, მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, დილის 09:00 საათზე გადის, თუმცა ამ დროისთვის ყველა ადგილი დაჯავშნულია.
"ადგილები არც შატილის საოჯახო სასტუმროებშია. ღამის გათევა შესაძლებელია კარავში, რომელიც თან უნდა იქონიოთ, რადგან შატილში კარავი არ ქირავდება"", აცხადებენ ორგანიზატორები.