ქრისტიან-დემოკრატებმა" გორში მოსახლეობასთან შეხვედრაზე საარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრეს და მოსახლეობას ქდმ-ის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების ხედვა ჯანდაცვის სფეროს მთლიანად სადაზღვეო კომპანიებზე მიბარებასთან დაკავშირებით არის მცდარი. მისი თქმით, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში სადაზღვეო კომანიები, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ამ კუთხით, თუმცა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი. სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის უნდა იყოს დაცული სწორი ბალანსი.
"ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველყოფთ 18 წლამდე მოზარდებსა და ბავშვებს პირველადი სამედიცინო მომსახურებით. გავზრდით დეკრეტულ შვებულებას 6 თვემდე და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი ქალების ორსულობის მოტირონგსა და მშობიარობას", - განაცხადა ანიკაშვილმა.