ამერიკული ავტოკონცერნის General Motors (GM)-ის სუფთა მოგება 53,7%-ით, 2,491 მლრდ დოლარამდე შემცირდა. წლის პირველ ნახევრში GM-ის შემოსავალმა 75,373 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 0,3%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებელს, მეორე კვარტალში GM-ის მოგება 41% -ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ General Motors ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც პროდუქციას 35 ქვეყანაში აწარმოებს.