Apple-ს ახალ სმარტფონს, რომელიც ქსელში წლის ბოლომდე გამოჩნდება, Sharp-ის ეკრანი ექნება. ამის შესახებ განცხადება კომპანია Sharp-ის პრეზიდენტმა ტაკაშინ ოკუდიმ გააკეთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება Sharp-ისთვის მნიშვნელოვანი პროქტია, რადგანაც კომპანიის ზარალმა წელს 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. როგორც კომპანიის პრეზიდენტი განმარტავს, iPhone 5-ის ეკრანების წარმოება აგვისტოდან დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Apple-ი iPhone 5-ის პრეზენტაციას 12 სექტემბრისთვის გეგმავს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სმარტფონის სახელწოდება "iPhone 5"-ი იქნება თუ "ახალი iPhone"-ი. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი სმარტფონის ეკრანი 4-დიუმიანი იქნება, მაშინ, როდესაც iPhone 4S-სა და iPhone 4-ის ეკრანები 3,5-დიუმიანი იყო.