ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა. ვახტანგ ლემონჯავას შემცვლელად ამ ეტაპზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია განიხილება. ლემონჯავამ შესაბამისი განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა. საკრებულომ ლემონჯავას თხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
ლემონჯავა ფოთის მერად 2010 წლის ივნისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. სხვადასხვა დროს იყო სოფელ ლესიჭინეს თემის გამგებელი, ჩხოროწყუს რაიონის ასოცირებული საკრებულოს სპიკერი, შპს "უშბას" კომერციული დირექტორი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლემონჯავა ჩხოროწყუში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება და თანამდებობის დატოვებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
ლემონჯავას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმეჯერ უკვე გავრცელდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მერმა წინასაარჩევნოდ მიიღო.