16 აგვისტოს შარლ აზნავური ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საქართველოს ხელისუფლებამ ახალციხეში არსებული ციხესიმაგრე რაბათი აღადგინა და მის გახსნაზე მსოფლიოში ცნობილი შანსონიე ახალციხეში დაპატიჟა. სწორედ აქ დაიბადა აზნავურის მამა მიქაელ აზნავურიანი. შარლ აზნავურმა საქართველოს ხელისუფლების მიწვევა მიიღო. განცხადება ამის შესახებ საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ გენა მურადიანმა გააკეთა.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შარლ აზნავურის დაპატიჟების შესახებ, რომლის წინაპრებიც, რომლის მამაც დაიბადნენ ახალციხეში. მას ძალიან უყვარს ეს ქალაქი. იგი ორჯერ იყო საქართველოში და ყოველთვის ჩამოდიოდა აქ. ყოველთვის ითხოვდა ახალციხეში ჩასვლას", _ აცხადებს მურადიანი.
კონცერტი ღის ცის ქვეშ ჩატარდება. მურადიანის თქმით, აზნავური ცოცხლად იმღერებს. "მართალი გითხრათ, ყველა მირეკავს და მეკითხება, თუ როგორ შეძლებს 87-88 წლის ადამიანი ორ საათს ცოცხლად სიმღერას. მე კი ვპასუხობ: შარლი ამას შეძლებს", _ აცხადებს მურადიანი.
შარლ აზნავური საქართველოში 25 მუსიკოსთან ერთად ჩამოვა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხები ამ კონცერტზე დასასწრებად ახალციხეში ჩავლენ.
შარლ აზნავურის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს.