პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ყვარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად მარიკა ვერულაშვილი წარადგინა. ბაქრაძემ ვერულაშვილი ყვარელის მოსახლეობას სანერგე მეურნეობაში წარუდგინა.
"მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თითოეულმა გლეხმა და აქ მცხოვრებმა ოჯახმა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე იგრძნოს იმ პროექტებისგან. ეს დღეს მთავრობის პრიორიტეტია. ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა", - განაცხადა ვერულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატებად ახმეტაში პეტრე ცისკარიშვილი, თელავში კი ვასილ დავითაშვილი უკვე წარადგინა.