"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე "თბილისის წყალს" სასმელი წყლით მოწამლული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. როგორც ჟურნალისტებთან ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ,,თბილისის წყალი", ვალდებულია მოსახლეობას სუფთა წყალი მიაწოდოს და მსგავსი გადართვის შემთხვევების დროს მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
"ბულაჩაურის წყალსაცავი რამდემიმე დღის წინ დახურული იყო და თბილისს წყალი თბილისის ზღვიდან მიეწოდებოდა, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებდა. ამის გამო რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ. იმ ბავშვებსა და მოხუცებს, რომლებსაც საკუთარი ჯიბიდან მოუიწიათ მკურნალობის ხარჯების გაღება ,, თბილისის წყალი" ვალდებულია აუნაზღაუროს მიყენებული დანახარჯი, " - განაცხადა დოლიძემ.