მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურასტან "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია - "დააყადაღე პროკურატურა" გამართეს.
გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ეს აქცია არის სიმბოლური პროტესტი "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს ყადაღა "მაესტროს" სატელიტურ ანტენებზე და ტელეკომპანია დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება", - განაცხადა ტუღუშმა.
აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან სიმბოლურად კარი მიიტანეს წარწერით "დაყადაღებულია".