5 აგვისტოდან 31 აგვისტომდე საქართველო ირანთან უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს. შაგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის,უვიზო რეჟიმი, 2012 წლის 5 აგვისტოდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, დროებით შეჩერდება.
აღნიშნულ პერიოდში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2012 წლის 1 სექტემბრიდან, კვლავ ამოქმედდება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი.