სირიაში გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეცწარგზავნილის კოფი ანანის წასვლა შეიძლება ჩაითვალოს იმის აღიარებად, რომ სირიის კონფლიქტი იმ ზღვარს გადავიდა, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მისი მშვიდობიანი დარეგულიირება.
გაეროს ექსგენერალური მდივნის წასვლა სპეცწარგზავნილის პოსტიდან ეს არის ჩიხი, რომლიდან გამოსავალი არ ჩანს, მიიჩნევენ სირიელი ოპოზიციონერები.
"ანანის გეგმა ჩავარდა, მისი გეგმის არც ერთი პუნქტი შესაბამისად არ შესრულლდა. ანანი ძალიან შეეცადა ყველას შერიგებას, მაგრამ ასადმა არ მოისურვა შემხვედრი ნაბიჯებიის გადადგმა", - განაცხადა სირიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მაჰმუდ ხამომ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სირიაში უკვე სამოქალაქო ომია და კოფი ანანმა ეს ნაბიჯი თავად გადადგა იმ დრომდე, ვიდრე, მას სთხოვდნენ უარი ეთქვა სპეცწარგზავნილის სტატუსზე.