მანიაკი-მოძალადე და ქურდი-მკვლელი დღეს იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში სიკვდილით დასჯილია 5 ადამიანი, მანამდე 20 თვის განმავლობაში სიკვილით დასჯის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომელიც დღეს სიკვდილით დასაჯეს 40 წლის მამაკაცია. 2002 წელს მან გაიტაცა და გააუპატიურა 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც შემდეგ ცოცხლად დაწვა. მეორე ადამიანი, რომელიც ჩამოახრჩვეს 31 წლის მამაკაცია, რომელმაც 2007 წელს ფულის გულისათვის თავისი ორი ნათესავი მოკლა.
იაპონია და აშშ მსოფლიოში ერთადერთი განვითარებული სახელმწიფორბი არიან, რომლებიც სიკვდილით დასჯას იყენებენ. იაპონიისათვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვკავ სიკვდილით დასჯის მეთოდთან დაბრუნებას, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ტოსიო ოგავა საზოგადოებრივი აზრით ხსნის.
"მოსახლეობა მხარს უჭრს სიკვდილით დასჯას და მე ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო", _ აცხადებს მინისტრი. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ამჟამად სიკვდილით დასჯა 130 ადამიანს აქვს მისჯილი.