საქართველოში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს 50 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. დამკვირვებლების ნაწილი ქვეყანაში უკვე ჩამოვიდა, ნაწილი კი საარჩევო პროცესს არჩევნების დღეს დააკვირდება.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოწვევა არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე გაუგზავნა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია IRI-ც დააკვირდება.
IRI- ის 12-კაციანი ჯგუფი ქვეყანას 18 ივნისს უკვე ეწვია და წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება.
,, IRI- ის საქარველოში თორმეტკაციანი დამკვირვებელი ჰყავს გრძელვადიანი მანდატით გამოგზავნილი. ისინი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდნენ და წინასაარჩევნო პროცესზე ანგარიშსს მოამზადებენ. დამტებით 26 დამკვირვებელი არჩევნების დღისთვის ჩამოვა. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდება", _ განაცხადა IRI- ის ხელმძღვანელმა საქართველოში ანდრია კირბსმა.
მასალის გამოყენების პირობები