ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დარეგისტრირების მოთოხვნით "ქრისტიან-დემოკრატები" და "ლეიბორისტები" მიმართავენ.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დარჩენილ ვადაში ყველანაირი პროცედურულ საკითხების მოგვარებას შეძლებენ.
,,განაცხა დის შეტანის ვადა ხუთ აგვისტომდე გვაქვს, მაგრამ განაცხადს დღეს შევიტანთ. ამის შემდგ იწყება პროცედურები საუბნო, საოქო კომისიის წევრების დანიშვნა და მაჟორიტარების წარდგენა და ეს პროცედურული საკითხები ჩვენთვის ნაცნობი და ძალიან მარტივია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ცესკო-ში განაცხადი 33 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, რომელთაგან ცეესკომ ჯერ მხოლოდ 8 მათგანი დაარეგისტრირა.
იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ, ცესკოში განაცხადის შეტანის ვადა ხუთ აგვისტომდე აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდეა.
რაც შეეხება დამოუკიდებელი მაჟორიტარების წარდგენის მათ ვადა 5 აგვისტოს საღამოს 6 საათზე ეწურებათ.
განაცხადის შეტანის შემდეგ დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატების დარეგისტრირება დაიწყება. პროცედურა 6 აგვისტოდან 12 აგვისტოს საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.
ცესკო-ში რეგისტრაციისთვის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნარკოლოგიური ცნობა და ამომრჩეველთა სია უნდა წარადგინოს.