მოსკოვი სირიაში გაეროს დამკვირებელთა მისიის მანდატის გაგრძელებას იმედოვნებს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.
"ჩვენ მოველით, რომ მათ შემადგენლობაში ასევე იქნება სამხედრო მონიტორინგის კომპონენტი", - განაცხადას ჩურკინმა.
დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს სამშვიდობო მისიის შეწყვეტას, რის შესახებაც ჩურკინი აცხადებს, რომ "მათ არ სურთ ობიექტური ინფორმააციის მიღება, იმის შესახებ თუ რა ხდება სირიაში".
ჩურკინის განცხადებით, თუ დასაველ პარტნიორებს სურთ საკუთარი სახის გადარჩენა, მოსკოვი მზადაა განიხილოს მისიის სახელის შეცვლის წინადადება.
გაეროში უკვე განაცხადეს, რომ საკუთრ უფლებამოსილებაზე უარს აცხადებს გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეცწარგზავნილი კოფი ანანი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას გაეროს მონაცემებით 16 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.