5 აგვისტოს მსახიობ მერლინ მონროს გარდაცვალებიდან 50 წელი სრულდება. ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, სექსსიმბოლო მერილინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა.
მერილინ მონრო (ნორმა ჯინ მორტენსონი) 1926 წლის 1-ელ ივნისს დაიბადა. ცნობილი იყო თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან საფეხურებზე ის სერიოზულ როლებზე მუშაობდა და მისი წარმატება თავისი დროის ყველა მსახიობისას აღემატებოდა.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ ადამიანს, ჯეკ კლემონსის (პოლიციის ოფიცერი, რომელიც პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით, სჯეროდა, რომ მონრო მოკლეს.
მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის "ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების" სიაში.