საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, საქართველოს რამდენიმე რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
"მაჟორიტარ კანდიდატებს წარვადგენთ არა იმიტომ, რომ იზეიმონ და პარლამენტის წევრები ერქვათ, არამედ იმიტომ, რომ ხალხთან იმუშაონ და მეტი გააკეთონ ხალხისთვის", _ განაცხადა შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბაქრაძემ.
ბაქრაძემ მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა: დმანისი - კახა ოქრიაშვილი, ბოლნისი - კობა ნაყოფია, თეთრი წყარო - დავით ბეჟუაშვილი.