ეგვიპტეში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ისევ მოხდა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანებთან ჩხუბის გამო მუსულმანი გარდაიცვალა. ჩხუბში სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 პოლიცილელია. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მუსულმანები კაიროსთან ახლოს ქრისტიანულ ტაძარს დესხნენ თავს. სოფელში ქრისტიანების რამდენიმე სახლიც გადაწვეს.
ეგვიპტეში ქრისტიანი კოპტების წინააღმდეგ ძალადობა გახშირდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრეზიდენტო ჰოსნი მუბარაკი ჩამოაგდეს, რომელიც ცდილობდა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებისთვის შეეშალა ხელი.