გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი გეგიკ ელიბეგოვი გარდაიცვალა. ის "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ელიბეგოვის ძმაა. კოალიციის წევრს გუშინ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი ძმა გეგიკ ელიბეგოვი ინფარქტით გარდაიცვალა.
დღეიდან საქმის შესწავლას ქართული ოცნების ადვოკატები დაიწყებენ. კოალიციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე ვარაუდობს, რომ ელიბეგოვი 3-4 დღის წინაა გარდაცვლილი. არგუმენტად ის ბარათი სახელდება, რომლითაც პატიმარი ციხის საკვებ დაწესებულებაში სარგებლობდა.
გაგიკ ელიბეგოვი 5 თვის წინ ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.
"ოჯახი აცხადებს, რომ გაგიკ ელიბეგობს 4-5 დღის გამავლობაში საკრედიტო ბარათიდან თანხა არ გამოუყენებია. მას თუნდაც სიგარეტი, ან წყალი არ უყიდია. ოჯახი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი რამდენიმე დღის გარდაცვილია და ოჯახს მის გარდაცვალების ფაქტს უმალავდნენ", - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, კოალიცია დანიშნავს ალტერნატიულ ექსპერტიზას და ამ საქმეს თავის თავზე ქართული ოცნების ადვოკატები აიღებენ.