გაეროს გენერალურ ასამბლეაში სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტის შესახებ კენჭისყრა პარასკევს 3 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოკუმენტის პროექტმა, რომელიც ადრე საუდის არაბეთმა შეიატანა არსებითი ცვლილებები განიცადა.
გარცელებული ინფორმაციით, ტექსტიდან ამოღებულ იქნა სახელმწიფოებისათვის მიმართვა ცალმხრივად შემოიღონ სანქციები დამასკოს მიმართ. ამას გარდა, გაქრა პარაგრაფი პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით.
ამავე დროს, დოკუმენტის ავტორებს დამასკოსგან დასახლებული პუნქტებიდან ჯარის გამოყვანისა და სამხედრო მძიმე ტექნიკის გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნა აქვთ. ტექსტში ასევე დარჩა სირიის ხელისუფლებისა და მათ მხარეს მებრძოლი ადამიანების მხრიდან ადამიანის უფლებების ძირითადი თავისუფლებების დარღვევის კრიტიკა.
მსგავს მიდგომას არ ეთანხმებიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც უკვე სამჯერ დაბლოკეს სირიის შესახებ რეზოლუციის მიღება.