"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დღეიდან, 2 აგვისტოდან დაიწყებს, _ აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად შეუდგება", _ განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.