ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს,_ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და "ქართული ოცნების" ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადეს.
ფანჯიკიძის განაცხადებით, საინვესტიციო დავა "ქართუსა" და "პროგრესბანკს" უკავშირდება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმე მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრს გადაეცემა და ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია "სკადენი" დაიცავს.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, ხელისუფლებას უკვე გაეგზავნა.
ფანჯიკიძის განცხადებით, თუ მთავრობა 14 დღის ვადაში ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრს არბიტრაჟის დაწყების შესახებ საჩივარი გაეგზავნება.