1-ელ აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 10 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.800 პროცენტით, მაქსიმალური 11.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.899 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.