საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუკი რუსეთის ხელისუფლება მის მიერ წაყენებულ რამდენიმე მოთხოვნას შეასრულებს.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა გრეგორი კარასინის იმ განცხადების კომენტარისას განაცხადა, სადაც კარასინი ქართველ ოპოზიციონერებს მოსკოვში ეპატიჟება.
~თუკი რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას, რეგიონებში დააბრუნებს დევნილებს, ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს მოწყობილი გენოციდისთვის და აანაზღაურებს ქვეყნის წინაშე მიყენებულ ზარალს, მოსკოვშიც წავალ, პეტერბურგშიც, არხანგელსკშიც~ , - აცხადებხ ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია მოსკოვში წასვლა და რუსეთის ხელისუფლების გვერდით დადგომა მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.