სირიის მომავალი სირიის შეიარაღებული ძალების "მამაცურ და გმირულ" ბრძოლაზეა დამოკიდებული. ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ბასარ ასადის მიერ ქვეყნის შეიარაღების ძალების 67 -ე წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში.
ასადის თქმით, რომელიც საზოგადოებაში უკვე ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა, სირიელი ხალხის ბედი, აწმყო, წარსული და მომავალი და მთლიანად ერის მომავალი ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული.
სირიის არმიას ბაშარ ასადი გმირულ არმიას უწოდებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ სირიის ოპოზიციის განცხადებით სამთავრობი ძალები ქალაქ ალეპოს დაცხრილვას განაგრძობენ. გაეროს მონაცემებით. სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 16 ათასი ადამიანი შეადგინა.