უფლებების დამცავი ორგანიზაცია "Amnesty International"-ი სირიის სახელისუფლებო ჯარებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის განცხადებით სირიის სამთავრობო ჯარები ამ დანაშაულს ალეპოსა და სირიის სხვა ქალაქებში ჩადიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ორგანიზაცია "Amnesty International"-ის ახალ ანგარიშში ორგანიზაცია მომართავს საერთაშორისო საზოგადოებას სირიაში მომდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.
ორგანიზაცია "Amnesty International"-ი სირიის სამთავრობო ჯარისკაცებს მშვიდობიანი მოსახელოაბის, უცხოელი დამკვირვებლებისა და ბავშვების დახოცვაში ადანაშაულებს.
სირიიდან მომავალი ინფორმაციით, სამთავრობო ჯარები ქალაქ ალეპოში კვლავ ვერტმფრენებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცხრილავენ. მათივე ინფორმაციით, სახედროების დიდი კოლონა ამჟამად ქალაქ ალეპოსკენ მიემართება იმისათვის რათა სამთავრობო ჯარების მიერ აღებული პოზიციები გაამყაროს.