ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ-ისლამი აცხადებს, რომ მას არ სურს ლიბიაში გასამართლება.
განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარადგინეს აღნიშნულია, რომ პროცესის გამართვა ლიბიაში ალ-ისლამის მკვლელობის ტოლფასი იქნება.
კადაფის შვილი ითხოვს, რომ იგი ჰააგაში, საერთასშორისო სასამართლომ გაასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ სეიფ ალ-ისლამი 2011 წლის ნოემბერში ლიბიელმ ამბოხებულებმა დაიჭირეს.
ის ამჟამად ქვეყნის დასავლეთით ქალაქ სიეტანის ციხეში იმყოფება.