დღეს, 1-ელ აგვისტოს,"საუკუნის ძარცვაში" ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება.
თურქეთის ქალაქ ორდუში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსა და ძვირფასი ნივთების ქურდობაში საქართველოს სამი მოქალაქეა ეჭვმიტანილი.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ფურცელაძის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთების ძარცვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე მუხლით აქვთ წაყენებული ბრალი მის თანამზრახველებსაც - მერაბ ლაშქარეიშვილსა და ვახტანგ ირემაძეს.