ჯონდი ბაღათურია, საკუთარი ავტომობილით, თბილისში საბურთალოს ქუჩის 16 ნომერთან, საცხოვრებელი სახლის თაღს შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა. დაზიანდა ბაღათურიას ავტომანქანა. დეპუტატმა ინციდენტის შესახებ საპატრულო პოლიციას თავად შეატყობინა.
საპატრულო ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, დეპუტატი უარს აცხადებდა მანქანის საჯარიმოზე გადაყვანაზე, თუმცა მოგვიანებით, ორმხრივი შეთანხმებით, ბაღუთურიას კუთვნილი "ტოიტა ლენდ კრუზერი" პოლიციამ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.