უკრაინაში, ზაკარპატიეს რეგიონში, უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათი დაკავება სარკინიგზის სადგურ ჩოპზე მოხდა. ოდესიდან მომავალი მატარებლიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. მესაზღვრეებმა მათთვის საბუთების შემოწმება გადაწყვიტეს.
"ამის შემდეგ 24 და 27 წლის დაკავებულებმა აღიარეს, რომ ევროკავშირის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აპირებდნენ. მამაკაცებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", _ იუწყება უკრაინული მედია.