შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ-ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა) სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი "CERENCAN"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსეი სელიდეის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.