გორი-ქარელის გზაზე დღეს საღამოს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 95-ე კილომეტრზე დღეს, 18:55 საათზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილმა "ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD-837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს "შკოდა სკაუტს" SSP-043 შეეჯახა. "ოპელ ასტრას" მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო.