პროკურატურამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას საკითხზე გამოძიება დაიწყო.ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"2012 წლის 30 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ "მე-9 არხის" ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სამმა პირმა გაურკვეველი მიმართულებით ავტომობილით წაიყვანა.
ჩაჩუას განცხადებით, მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და მუქარა.
ნოდარ ჩაჩუამ განაცხადა, რომ მისგან "მე-9 არხიდან" ინფორმაციის გატანას ითხოვდნენ.