2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის დონზე მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საშუალო კლასს მიეკუთნებიან - გაიზრდება. აღნიშნული მონაცემები ამერიკის დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ასტანის უსაფრთხოების სამიტზე გაჟღერდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში საშუალო კლასის წარმომადგენელთა რაოდენობა 2 მლნ-ით გაიზრდება.
ამერიკის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, საშუალო კლასის ზრდა გარდაუვალია და ის მოხდება იმ ფონზედაც, თუ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.