ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილ საბანკო მაქინაციების საქმეზე დაკავებულ ოთხ მსჯავრდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასამართლომ ისინი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 2,5 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტების მიღებაში ბრალდებულად ცნო.
სულ ამ საქმეზე 39 კაცი იყო დაკავებული.