სოჭის ადლერის რაიონში სამართალდამცავებმა ოკუპირებული აფხაზეთის 23 წლის მცხოვრები დააკავეს, რომელიც სოჭში ბინებს ძარცვავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოროემოქმედი ბინებს ღამით ძარცვავდა, თან ისე, რომ სახლის პატრონებს არც ეღვიძებოდათ. მას მიჰქონდა ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა.
"ამჟამად აფხაზეთის მცხოვრებელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ იგი შესაძლოა ქალაქში მომხდარ სხვა დანაშაულთან იყოს კავშირში", _ წერს რუსული მედია.