კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლისგან წერილი მიიღეს, სადაც კანცელარიის განყოფილების სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მარგველაშვილი, უარს ეუბნება დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
ქართული ოცნების ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ კახი კალაძე ამ საქმეში არ არის ბრალდებული, არ წარმოადგენს მხარეს, რის გამოც მისი შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.
კახი კალაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ აბსურდად აფასებს.
მისი თქმით სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი არ არის უფლებამოსილი დაცვის მხარის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს, ხოლო ის, რომ კალაძე აღნიშნულ საქმეში ბრალდებულად არ მიიჩნევა, კიდევ ერთხელ ადასტურებს პროკურატურის გადაწყვეტილების არასამართლიანობას.
„ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ პროკურატურა და სასამართლო დაკავებულია კახი კალაძის პოლიტიკური დევნით"-აცხადებს თადუმაძე.