პოლიტოლოგი გიგა ლიპარტელიანი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ლირატელიანმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერის კრიმინალურ კავშირებზე სპეციალური წიგნი გამოსცა, რომლის ტირაჟის გზრდასაც გეგმავს.
"ეს არის წიგნი, რომელსაც ჰქვია "სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს". წიგნი გამოიცა ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "რესპუტაციის" მიერ და ის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ საქმიანობასა და კონკრეტულ ფაქტებზეა აგებული. ივანიშვილი დაკავშირებულია ე.წ. კანონიერ ქურდებთან და პირდაპირ კავშირშია 1994 წელს მოკლული ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტისა და ბანდიტის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან. ეს საქმე პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის საბანკო საქმიანობასთან. თუ ვინ შეასრულა ეს მკვლელობა, ამ წიგნში კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით არის აღწერილი , _ განაცხადა ლიპარტელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები