ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში 25 წლის მიხელ თარუნაშვილი მისმა სიძემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის მიზეზი ეჭვმიტანილის სახლიდან ბავშვების წამოყვანის მცდელობა გახდა.
მიხელ თარუნაშვილი და მეუღლეს გაშორებულია და სახლიდან ბავშვების წამოყვანას ბიძა ცდილობდა რა დროსაც სიძემ ცივი იარაღით დაჭრა.
მიხელ თარუნაშვილს ოპერაცია კახეთის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.