"იოლი გასტრონომია" "პოპულის" მფლობელი ხდება. გარიგების დეტალებზე "პოპულში" კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ "იოლი გასტრონომიმ" "პოპულის" მფლობელი მართლაც გახდა, თუმცა სამომავლოდ როგორ წარიმართება ამ ორი ბრენდის მუშაობა ამ ეტაპზე უცნობია. "პოპულიში" აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე სავაჭრო ობიექტების საფასო პოლიტიკა გადაიხედება და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გააგრძელებენ ერთ დროს კონკურენტი კომპანიები მუშაობას.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არც "იოლი გასტრონომიაში" კეთდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეი-ენს" "იოლი გასტრონოიმიაში" განუმარტეს, კომპანია "პოპულისა" და "იოლი გასტრონიმიის" სამომავლო ბიზნესინტერესებისა და გეგმების შესახებ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.
სავაჭრო ქსელი "პოპული" პირველი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელია საქართველოში. იდეა ქსელის შექმნის შესახებ წარმოიშვა 2001 წელს, რასაც მოჰყვა პირველი მაღაზიის გახსნა.
სავაჭრო ქსელი "პოპული" დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს მოიცავს პოპულის მაღაზიები წარმოდგენილია: ქუთაისში, სიღნაღში და ბათუმში. ხოლო რაც შეეხება სუპერმარკეტ "იოლის" ქსელს ის ამ დროისათვის მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი.